Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი

კავკასია - ინტერდისციპლინური კვლევები

ენები, ხალხები, კულტურა, გენეტიკური კვლევები

ორგანიზატორები:

 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველო

ჩატარების თარიღი: 25 - 28  სექტემბერი, 2025 წ.

 

კონგრესის მიზანია: გამოკვეთოს კავკასიის რეგიონის ენებისა და ხალხების კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტი ისტორიულ ჭრილში ინტერდისციპლინური კვლევების შედეგების საფუძველზე; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები;  განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები.

ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა კავკასიოლოგიურ თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს კონგრესზე გასატანად. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კავკასიის ენათა სიცოცხლისუნარიანობისა და ფუნქციონირების საკითხებს; ასევე  კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის საკითხებს, გენეტიკური კვლევების შედეგებს და ამ კვლევათა მიმართებას არქეოლოგიური და ლინგვისტური კვლევების შედეგებთან.

 

კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო კონგრესი იმუშავებს სექციებად დარგების მიხედვით:

  • ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა (3 სექციად)
  • ისტორია (2 სექციად)
  • არქეოლოგია
  • კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
  • ეთნოლოგია
  • ფოლკლორი, ლიტერატურა
  • ეკოლოგია,  გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა
  • კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგია, გენეტიკური კვლევები

   

მნიშვნელოვანი თარიღები

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა:  15 ივლისი,  2025 წ.

 

შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 5 აგვისტო, 2025 წ.

მოხსენებათა (სასტენდო, ზეპირი) წარდგენის ბოლო ვადა: 5 სექტემბერი, 2025 წ.

მასალების  წარდგენის წესი - ორ ენაზე სამუშაო ენებიდან

მოცულობა: არაუმეტეს 500 სიტყვისა ერთ ენაზე

შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისა და რუსულისათვის – Times New Roman

შრიფტის ზომა: 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1,5.

ფორმატი: როგორც MS Word, ასევე PDF.

თეზისები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CongresskafVII@gmail.com   

 

რეგლამენტი

პლენარული სხდომის მოხსენება – 25 წუთი

მოხსენება (პრეზენტაცია) – 20 წუთი

დისკუსია - 10 წუთი
 

კონგრესის თავმჯდომარე პროფ. ც. ბარამიძე (თსუ)

აღმასრულებელი ხელმძღვანელი  პროფ. გ. ფარეშიშვილი (კსუ)

თარიღი: 15/04/2025